ღაზიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ღაზიდან ისრაელის ქალაქ ნეთივოთის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეთივოთის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნეთივოთზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი მასშტაბის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.