ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გინდა, ოპონენტს ცხვირში უთავაზო - კულება

16.01.24 17:47
ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გინდა, ოპონენტს ცხვირში უთავაზო - კულება

"ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია," - ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალურ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კულება ამბობს, მას ასეთი შემთხვევა 2-3-ჯერ ჰქონდა. მათ შორის, მაშინ, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სერგეი ლავროვს ანტალიაში, 2022 წლის მარტში შეხვდა. 

ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი," - თქვა კულებამ არაფორმალურ ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა. 

მსგავსი სიახლეები