სტოლტენბერგი: უკრაინის დახმარება ქველმოქმედება არაა, ეს ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა

"დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს წევრები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ, ეს ქველმოქმედება არაა, ეს ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა", - ეს განცხადება NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მათ [უკრაინელებს], და ასევე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ფარგლებში მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერის გაწევას, ვინაიდან, უკრაინის მხარდაჭერა - ეს ქველმოქმედება არაა. უკრაინის მხარდაჭერა - ეს ინვესტიციებია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში, ამიტომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო დახმარება მიაწოდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ახლა იარაღის წარმოებას ზრდის და ხაზი გაუსვა საზენიტო-სარაკეტო Patriot -ის კომპლექსებისთვის დაახლოებით 1 000 რაკეტის შეძენის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.