ურსულა ფონ დენ ლაიენი: რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული
"რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა ახლა EU-ში გაწევრიანებასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. ლაიენის შეფასებით, რუსეთი სტრატეგიულ მიზნებში მარცხდება.
რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. ეს არის უპირველეს ყოვლისა სამხედრო მარცხი. რუსეთის წარუმატებლობა ასევე ეკონომიკურია... რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული... უკრაინამ დღემდე შეინარჩუნა თავისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოსკოვთან თითქმის ორწლიანი ომის დროს. ამავდროულად, უკრაინა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე EU-ში გაწევრიანებასთან." - განაცხადა ფონ დენ ლაიაენმა.