პუტინი: თუ ასე გაგრძელდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ მომავალშიც გაგრძელდა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ქვეშ დადგება.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა ე.წ. “სამშვიდობო დიალოგის” დამბლოკველ მოთხოვნებს მოიცავს.
თუ მომავალშიც გაგრძელდება ის, რაც ახლა გრძელდება, ის, რასაც ახლა აქვს ადგილი, და ახლა ეს სრულიად აშკარაა, არა მხოლოდ ჩავარდა მათი კონტრშეტევა, არამედ ინიციატივა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია, თუ ასე გაგრძელდება, მაშინ უკრაინულ სახელმწიფოებრიობამ შეიძლება აღუდგენელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს”, - განაცხადა პუტინმა.