პუტინი უკრაინას სახელმწიფოებრიობის განადგურებით ემუქრება
პუტინი უკრაინას სახელმწიფოებრიობის განადგურებით ემუქრება - რუსი დიქტატორი ფიქრობს, რომ თუ ომის კურსი შენარჩუნდება, ოფიციალურ კიევს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს. მეტიც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინას არ შესწევს ძალა, ოკუპანტი ქვეყნის არმიას ოკუპირებული ტერიტორიები დაათმობინოს.
პუტინი, რომლის სამხედროებიც დიდი ხანია ფრონტზე წარმატებას ვერ აღწევენ, საკუთარ თავს აჯერებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლად მიდის და ფრონტზე მისი არმიაა დაწინაურებული.
თუკი ომის მიმდინარე კურსი გაგრძელდება, რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს. უკრაინა რუსეთს დაპყრობილი ტერიტორიების დატოვებას ვერასდროს ვერ აიძულებს. ახლა საკმაოდ ცხადია, რომ უკრაინის კონტრშეტევა არა მხოლოდ ჩავარდა, არამედ ინიციატივა სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. თუკი ასე გაგრძელდება უკრაინის სახელმწიფოებრიობამ შესაძლოა, გამოუსწორებელია, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს", - თქვა პუტინმა.