რუსმა ოკუპანტებმა ოდესა და ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები

17.01.24 12:39
რუსმა ოკუპანტებმა ოდესა და ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსეთმა ხარკოვისა და ოდესის ოლქებს დაარტყა - ოკუპანტი ქვეყნის არმიამ საჰაერო იერიში უკრაინულ ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანა. თავდასხმა გამთენიისას იმ დროს მოხდა, როცა ყველას ეძინა.

დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დანგრეული სახლებიდან ათობით ადამიანია ევაკუირებული. უკრაინის თავდაცვამ გადასროლილი რაკეტების უმეტესობა მოიგერია. 

მსგავსი სიახლეები