აფეთქება რუსეთში - როსტოვის პოლიესტერის ბოჭკოების წარმოების ქარხანაში ხანძარია

17.01.24 12:59
აფეთქება რუსეთში - როსტოვის პოლიესტერის ბოჭკოების წარმოების ქარხანაში ხანძარია

როსტოვის ოლქში, შახტინის პოლიესტერის ბოჭკოების წარმოების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქები ხმა გაიგონეს. შენობას შავი ბოლო ასდის, რომელიც შესაძლოა, მომწამვლელი იყოს. 

ადგილობრივი ხელისუფლება ინციდენტზე კომენტარს ჯერ-0ჯერობით არ აკეთებს. მოხდარის მიზეზი უცნობია.