რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს

17.01.24 13:02
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "სამოქალაქო ინიციატივის" წევრი ბორის ნადეჟდინი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს.

მან 16 იანვარს ტელეგრამ არხით რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და განუცხადა, რომ კანდიდატურის მხარდასაჭერად თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე ხელმოწერების დატოვება შეუძლიათ. 

 

მსგავსი სიახლეები