"უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია" - მედვედევი

17.01.24 13:45
"უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია" - მედვედევი

"უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გააკეთა და ომში ჩართული ქვეყანა "ხელოვნურ სახელმწიფოდ" მოიხსენია.

მედვედევი წერს, რომ არსებობს ახალი კონფლიქტის ალბათობა, ამიტომ ვერც ევროკავშირში და ვერც ნატოში გაწევრიანება ვერ უშველის უკრაინას.

მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე. რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკრაინის სახელით სიმსივნური ზრდის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას ლეგიტიმაციას და თავად "ქვეყნის" იურიდიულ სიცოცხლისუნარიანობას. და, შესაბამისად, ახალი ბრძოლის ალბათობა გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. თითქმის ყოველთვის. მეტიც, არის 100%-იანი ალბათობა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებს მოაწერს ხელს დასავლეთი მარიონეტ კიევის რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება მოხდეს ათ ან ორმოცდაათ წელიწადში." - ამბობს მედვედევი.