მასტაბური გამოსვლები რუსეთში - ბაშკირეთის რესპუბლიკაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაუპირისპირდა

17.01.24 16:11
მასტაბური გამოსვლები რუსეთში - ბაშკირეთის რესპუბლიკაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაუპირისპირდა

ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და "ხმაურის ყუმბარებით"  დაუპირისპირდენ რუსეთში, სამოქალაქო აქტივისტის მხარდამჭერ  მიტინგს. ბაშკირეთის  ბაიმაქსის სასამართლოსთან შეკრებილები სამოქალაქო აქტივისტისთვის ზიზღის გაღვივების ბრალდებით 4 წლიანი   პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ. აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, ძალოვანები სასჯელმისჯილის  სასამართლოს შენობიდან გამოყვანას ვერ ახერხებენ. 

მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს და სამართალდამცავებთან შეტაკებები დაიწყო. ბაშკირეთის ხელისუფლებამ გათიშა ტელეგრამ არხები , რომლებიც სასამართლოსთან მიმდინარე აქციას აშუქებდნენ. 

ბაიამაკის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანები როგორც ალსინოვის, ისე ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული ყველა აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით,  ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის დასაშლელად უსაფრთხოების ძალები  მიიყვანა და აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყო. აქციის დაშლის მცდელობა  შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად ათამდე ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც.                                                                                                            

ბაშკირეთის  შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობის გამო, ბაიმაკში საპროტესტო აქციების შემდეგ.