თურქეთი რუსულ ბანკებთან თანამშრომლობას წყვეტს

თურქული ბანკები მეორადი სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსულ ბანკებთან თანამშრომლობას წყვეტენ - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "Коммерсантъ" ფინანსური ბაზრის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია როგორც კორესპონდენციურ ურთიერთობაზე, ასევე გადახდების ფორმალურ დამუშავებაზე. თუმცა, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი რუსული ბანკების შვილობილი კომპანიების მიმართებით.
რუსეთის ბანკებისთვის სიტუაცია ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში გართულდა, ხოლო დეკემბერში განსაკუთრებულად გამწვავდა, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა მეორადი სანქციების შესახებ ილაპარაკა. შედეგად ის მივიღეთ, რომ თურქულმა ბანკებმაც შეწყვიტეს რუსულებთან თანამშრომლობა". – წერია სტატიაში.