ძალადობა გამოვლილ ქალებს EU-ში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის უფლება ეძლევათ - მართლმსაჯულების სასამართლო

17.01.24 18:23
ძალადობა გამოვლილ ქალებს EU-ში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის უფლება ეძლევათ - მართლმსაჯულების სასამართლო

ფსიქოლოგიური, სექსუალური, ფიზიკური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის უფლება ეძლევათ - ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალადობა გამოვლილი ქალები ლტოლვილის სტატუსისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, მაგრამ მათზე ძალადობის რეალური რისკები იარსებებს, მაინც შეეძლებათ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღება.