თუ ჩვენ დაგვიპყრობენ, შემდეგ იქნება რუსეთის ომი ნატოსთან - ზელენსკი

17.01.24 19:51
თუ ჩვენ დაგვიპყრობენ, შემდეგ იქნება რუსეთის ომი ნატოსთან - ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ვურჩევდი, ვინაიდან, უფრო დიდი კრიზისი იქნება", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე გააკეთა. 

მისი თქმით, უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტები არა მარტო უკრაინელებისთვის გაწეული დახმარებაა, არამედ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა.

სიმართლე რომ გითხრათ, არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს, ვინაიდან ეს საშინელი ექსპერიმენტია - ამა თუ იმ დახმარების დაყოვნება. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხანდახან “დახმარებას” დახმარებას ვეძახით, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის დახმარებაა. კი, ეს არის უკრაინელი ხალხის უმრავლესობის [დახმარება], მაგრამ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე.. და უკვე ახდენს გავლენას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტები უკრაინას დაიპყრობენ, დაიწყება რუსეთის ომი ნატოსთან.

ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომელიც ძალიან ძვირია, წელს არ გვაქვს ელექტროენერგიის გამორთვა. და ჩვენს ხალხს აქვს სითბო და წყალი საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ამიტომ, რა იქნება? იქნება დიდი კრიზისი. ახლა არის ომი და იქნება დიდი კრიზისი მთელი ევროპისთვის. რატომ? იმიტომ, რომ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, ევროკავშირის დახმარების გარეშე, უკრაინა იბრძოლებს, მაგრამ უფრო სუსტი იქნება და იქნება შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაგვიპყროს. როგორც კი ჩვენ დაგვიპყრობენ, დამიჯერეთ, იქნება რუსეთის ომი ნატოსთან", - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები