რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ შვეიცარიულ ვებგვერდს

18.01.24 10:05
რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ შვეიცარიულ ვებგვერდს

რუსი ჰაკერები შვეიცარიულ ვებგვერდს დაესხნენ თავს - შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იმყოფებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა "ნო ნეიმმა" აიღო და მიზეზად სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა დაასახელეს.

თავდასხმა შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტების და რამდენიმე ადმინისტრაციის ვებგვერდს შეეხო. ამ დროისთვის ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია.