ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში "ჰუსიტების" სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში "ჰუსიტების" სამიზნეებზე თავდასხმა კვლავ განახორციელა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა 14 რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც აშშ-ის თქმით, შესაძლებელია, წითელ ზღვაში "ჰუსიტების" მიერ გემებზე მორიგი თავდასხმისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.