დავიწყებთ მუშაობას რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის - ლაიენი

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს გეგმას ბლოკის შიგნით რეფორმების შესახებ, რადგან EU გაფართოებას აპირებს - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი აანონსებს, რომ წევრების რაოდენობა 30-ზე მეტი გახდეს, რასაც წინასწარ კონკრეტული სამუშაოების ჩატარება სჭირდება.
ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის.
"მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს ჩვენს იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის გაგზავნილ კომუნიკაციაში, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დისკუსიის წინ", - თქვა მან.