პუტინი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებს "დაპყრობილს" უწოდებს

18.01.24 13:57
პუტინი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებს "დაპყრობილს" უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებს დაპყრობილს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ დაბრუნებას არ აპირებს - ამის შესახებ მან განცხადება ე.წ. მშვიდობის ფორმულებზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ომში ჩართულ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები პოზიციებს არ დათმობენ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ეს არის მცდელობა რომ უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელიც ამ დროის განმავლობაში განვახორციელეთ. ყველას ესმის რომ ეს შეუძლებელია: მათ, უკრაინის მმართველ წრეებს ესმით ეს, დასავლურ ელიტასაც ესმის ეს. ყველას ესმის, რომ ეს ეგრეთ წოდებული მშვიდობის ფორმულები, რომლებზეც დასავლეთში და უკრაინაში საუბრობენ, არის გაგრძელება უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებისა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს კრძალავს", - თქვა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები