დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის - ლავროვი

18.01.24 14:09
დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის - ლავროვი

"დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის", - ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინისთვის ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ბიძგებაზე.

ლავროვის თქმით, დასავლეთს არ სურს რეალური გადაწყვეტილების მიღება, რაც კრემლის აღშფოთებას განაპირობებს.

შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას გაითვალისწინებდა.

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნის", - აღნიშნა ლავროვმა.