პეტერბურგს დრონებით შეუტიეს
პეტერბურგში მდებარე ნავთობის ტერმინალს დრონებით შეუტიეს - გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სპეცსამსახურებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო.
„უკრაინსკა პრავდის“ წყაროს ინფორმაციით, შეტევა ნავთობის ბაზაზე „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“ განხორციელდა, სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ მონაცემების მოპოვება გრძელდება.