თავდასხმები პაკისტანში, ერაყსა და ირანში ღრმა შეშფოთებას იწვევს - ევროკავშირი

ევროკავშირი პაკისტანისა და ირანის მიერ განხორციელებული შეტევების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
ეს თავდასხმები, მათ შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში, ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან თავდასხმები ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა სამშაბათს განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.