პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ

18.01.24 18:18
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ

უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დავოსში განაცხადა.

რაც შეეხება [რუსეთთან] მოლაპარაკებებს, მინდა საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი “სიკორსკის კანონი” გაგიზიაროთ: არასდროს არ არსებობს ჯიბის ჩემბერლენების უკმარისობა, რომლებიც მზად არიან სხვა ხალხი, სხვა ხალხის თავისუფლება თავისი სიმშვიდისთვის გაწირონ. და ჩვენ ეს არ უნდა ვქნათ”, - განაცხადა სიკორსკიმ.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც ვინმეზე ძალადობენ, მსხვერპლს არ ეუბნებიან, რომ საჭირო არაა სიტუაციის დაძაბვა და მოძალადესთან მოლაპარაკებების წარმოება, არამედ ეხმარებიან მას.

რა ემართება უკრაინელ ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მათ ძალით არუსებენ, აწამებენ, მათ ბავშვებს იტაცებენ. ეს მსხვერპლია, რომელიც უკრაინელებს ეხება, და არა ჩვენ. შესაბამისად, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება [რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ]”, - აღნიშნა სიკორსკიმ.