ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტს ბინადრობის ნებართვა არ გაუხანგრძლივა

18.01.24 20:46
ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტს ბინადრობის ნებართვა არ გაუხანგრძლივა

ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს და ქვეყნიდან უშვებს.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს.

ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიტროპოლიტ ევგენისთვის ბინადრობის ნებართვის განახლებაზე, რადგან მისი საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა," - განაცხადა ინდრეკ არუმ, ჩრდილოეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელმა.