აშშ-მა რუსული ნავთობით მოვაჭრე კომპანია სანქციების სიაში შეიტანა

18.01.24 22:54
აშშ-მა რუსული ნავთობით მოვაჭრე კომპანია სანქციების სიაში შეიტანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 18 თებერვალს გამოაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაოსნო კომპანიას სანქციები დაუწესა რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის რეჟიმის დარღვევისთვის. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს სანქციები დაუწესდა კომპანია Hennesea Shipping Co Ltd-ს, რომელიც არის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი 2022 წლის ბოლოს შეძენილი 18 ტანკერის მფლობელი.

კომპანიის ერთ-ერთ გემს, HS Atlantica-ს გადაჰქონდა რუსული წარმომავლობის ნედლი ნავთობი, რომელიც გაყიდული იყო ბარელში 60 დოლარზე, ანუ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაწესებულ მაქსიმალურ ფასზე, უფრო ძვირად. ამასთან, კომპანია სარგებლობდა საზღვაო სერვისების ამერიკული კომპანიის მომსახურებით, რამაც შესაძლებელი გახადა მისი პასუხისგებაში მიცემა.

ერთი ბარელი ნავთობისთვის 60 დოლარის ზღვრული ფასი დასავლეთის ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში დააწესეს უკრაინაში მიმდინარე ომის დროს კრემლის შემოსავლების შესაზღუდად. ომისა და სანქციების გამო რუსეთის ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტი ხდება ინდოეთსა და ჩინეთში, რომლებიც არ შეუერთდნენ ფასის შეზღუდვის რეჟიმს.