დრონებით შეტევა რუსეთზე - ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის

19.01.24 11:53
დრონებით შეტევა რუსეთზე - ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. ალექსანდრ ბოგომაზის მტკიცებით, ქალაქ კლინცის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევა "უკრაინელმა ტერორისტებმა“ სცადეს. გუბერნატორი ირწმუნება, რომ უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გაანეიტრალეს. 

რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 13 სახანძრო ავტოცისტერნაა მობილიზებული. მასშტაბურ  ხანძარს  მიანიჭეს გაზრდილი სირთულის დონე. ახლომდებარე კერძო სახლებიდან 32 ადამიანია ევაკუირებული.

ხანძრის გადაღება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოახერხეს. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი სიახლეები