დროთა განმავლობაში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება - ლავროვი

19.01.24 11:56
დროთა განმავლობაში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ. ამ თემაზე მან შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ერევნის ბოლოდროინდელ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს აშკარად არ მოსწონს. მან ისაუბრა 3+3 ფორმატზეც და თქვა, რომ ამ ფორმატს, რომელშიც მოსკოვს საქართველოს ჩართვის მოლოდინიც აქვს, დიდი პერსპექტივები აქვს.

ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და მათი სამი უახლოესი მეზობელი - რუსეთი, თურქეთი და ირანი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც ახლა ავითარებს ვაშინგტონი ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად", - თქვა ლავროვმა. 

მსგავსი სიახლეები