ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ წყალქვეშა ატომური იარაღი გამოცადა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, წყალქვეშა ატომური იარაღი გამოცადა. მიზეზი კი აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი წვრთნების პროტესტია. ინფორმაციას სახელმწიფო გამოცემა ავრცელებს.
Haeil-5-23-ის სისტემები, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანა შეუძლიათ, აღმოსავლეთ სანაპიროებთან გამოცადეს. კონკრეტული თარიღი ცნობილი არაა.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ დასახელდა, აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია წვრთნების გამო "კატასტროფული შედეგების შესახებ" გააფრთხილა.