ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

19.01.24 14:45
ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

ნატო-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ - მედიის ინფორმაციით, ეს მოსაზრება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.

ბაუერის თქმით, მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში.

ბაუერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დაწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის.  

“უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ.

 უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში”, - აღნიშნა ბაუერმა.

  

 

მსგავსი სიახლეები