ბოლო 7 წლის განმავლობაში 16 შეკვეთილი მკვლელობა - ბერძნული მედია მაფიის ერთ-ერთი ბოსის მკვლელობის ვიდეოს აქვეყნებს
ბოლო 7 წლის განმავლობაში 16 შეკვეთილი მკვლელობა - საბერძნეთის პროკურატურა მაფიის ბოსების მკვლელობის საქმეზე კრიმინალური დაჯგუფების დაკავების დეტალებს ახმაურებს. ბერძნული მედია კადრებს ავრცელებს. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს ბერძნული მაფიის ერთ-ერთი ბოსის მკვლელობის მომენტი.
როგორც ბერძენი სამართალდამცავები განმარტავენ, დაპირისპირება მაფიის წევრებს შორის, ნარკოტიკების, საწვავის და სიგარეტის კონტრაბანტის გამო დაიწყო.
ორგანიზებული ოპერაციის ფარგლებში აღმოვაჩინეთ დანაშაულებრივი დაჯგუფების საწყობი სადაც ინახებოდა 240 შეკვრა არალიცენზირებული სიგარეტი, ასევე ნაპოვნია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი ადგილზე დავაკავეთ", - ამბობენ სამართალდამცველები.
ბერძენი სამართალდამცველები ამბობენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავება, რომელთა შორის ქართველებიც არიან, ავტომობილზე დატოვებული თითის ანაბეჭდებით შეძლეს.
სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის 2 წევრი 39 და 21 წლის წარმოშობით ქართველი მამაკაცები დავაკავეთ, მათი იდენტიფიცირება ავტომობილზე დატოვებული თითის ანაბეჭდებით შევძელით, საქმეზე დაკავებულია დაჯგუფების 5 წევრი, მათ შორის 2 საბერძნეთის და 1 მონტენეგროს მოქალაქეა", - ამბობენ სამართალდამცველები.
ხელბორკილები დადებული აქვს მათ შორის ორ ქართველ მამაკაცს. 21 და 39 წლის ეჭვმიტანილებს ბრალი უკვე წაუყენეს. ისინი ახლა მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში არიან. ამ დაჯგუფებას მათ შორის ბერძნული მაფიის ბოსების მკვლელობასაც ედავებიან. დამნაშავეებს წლები ეძებდნენ და ბოლოს ერთი საბედისწერო შეცდომის გამო გავიდნენ მათ კვალზე.