ბრიანსკში ნავთობბაზაზე და ტამბოვში დენთის ქარხანაზე დრონებით იერიში, სავარაუდოდ, უკრაინულმა მხარემ მიიტანა

19.01.24 15:33
ბრიანსკში ნავთობბაზაზე და ტამბოვში დენთის ქარხანაზე დრონებით იერიში, სავარაუდოდ, უკრაინულმა მხარემ მიიტანა

ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზა, ტამბოვში კი დენთის ქარხანა იწვის. რუსეთის ორ მთავარ სტრატეგიულ პუნქტზე იერიში, სავარაუდოდ, უკრაინულმა მხრემ მიიტანა. "უკრიანულ პრავდას" წაყრო აწვდის ინფორმაციას, რომ ეს იყო სადაზვერვო სამსახურის მიერ მოწყობილი წარმატებული სპეცოპერაცია. 

ამ დრომდე მძიმე ვითარება ქალაქ კლიცში. როსნეფტის საცავის დაბომბვის გამო დასახლებიდან ათობით ადამიანია ევაკუირებული.  ხანძარს მაღალი კატეგრიაა მიანიჭეს. ადგილზე ამ დრომდე სამშაველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.

რაც შეეხება დენთის ქარხანას, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც  სახმელეთო ჯარებს, საზღვაო ძალებაა და საჰაერო ძალებს ყველა ტიპის საარტილერიო სისტემებით ამარაგებს. ასეთი რუსეთში მხოლოდ ერთი იყო.