რუსებმა საჰაერო იერიში დნიპროს რაიონზე მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში დნიპროს რაიონზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია ერთი ადამიანი.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
რუსებმა ხერსონის დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს. 50 წლის ქალი საკუთარ ბინაში დაბომბვას ემსხვერპლა... ნამსხვრევებით დაზიანებები მიიღო 16 წლის ბიჭმაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.