ისრაელი არ დაკმაყოფილდება იქამდე, სანამ სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს - ნეთანიაჰუ

19.01.24 19:04
ისრაელი არ დაკმაყოფილდება იქამდე, სანამ სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს - ნეთანიაჰუ

"ისრაელი არ დაკმაყოფილდება იქამდე, სანამ სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს", - ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

მისი თქმით, IDF შეძლებს ღაზის სექტორის დემილიტარიზაციას და საკუთარი მძევლების გათავისუფლებას. 

ისრაელი არ დაკმაყოფილდება მანამდე, სანამ სრულ გამარჯვებას არ მოიპოვებს. ეს გულისხმობს ტერორისტი ლიდერების ლიკვიდაციას და ჰამასის განადგურებას.

სრული გამარჯვება მოითხოვს ჩვენი მძევლების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის დემილიტარიზაციას და სრული კონტროლის აღდგენას ტერიტორიაზე", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.