"ჰამასის" დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

19.01.24 19:16
"ჰამასის" დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა - ვიზიტის მიზანი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯების განხილვაა.

ორგანიზაციის ცნობით, "ჰამასის" საერთაშორისო კავშირების ბიუროს ხელმძღვანელი, მუსა აბუ მარზუკი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა.

 

მსგავსი სიახლეები