ღაზის სექტორის ცენტრში ჰამასის იარაღების წარმოების მთავარი ბაზა გავანადგურეთ - IDF

19.01.24 19:59
ღაზის სექტორის ცენტრში ჰამასის იარაღების წარმოების მთავარი ბაზა გავანადგურეთ - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ცენტრში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" იარაღის წარმოების მთავარი პუნქტი გაანადგურეს - ამის შესახებ ინფორმაციას IDF ავრცელებს.

როგორც ირკვევა, "ჰამასი" მოცემულ ტერიტორიაზე რაკეტებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდა. იარაღის წარმოებულ პუნქტს კი მრავალი გვირაბი უკავშირდება.