რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს - ფინეთის პრემიერ-მინისტრი

19.01.24 22:02
რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს - ფინეთის პრემიერ-მინისტრი

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს", - ამის შესახებ განცხადება ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება საზღვარზე რუსეთის აგრესიის შეკავებას განაპირობებს.

რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს. შეგვიძლია მშვიდად გვეძინოს. 

ფინელებს მწვავედ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. მაგრამ, ამავდროულად, უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ რუსეთი შეიცვალა: უფრო აგრესიულად მოქმედებს - მის საზღვარზე სხვა სახელმწიფოს დაესხა თავს, ომობს იქ მსხვერპლზე ზრუნვის გარეშე. არც სხვა მხარეს, არც საკუთარზე. ამიტომ ფინეთმა, რა თქმა უნდა, ეს რეალობა უნდა აღიაროს, მაგრამ ამის გამო ძილის დაკარგვა არაა საჭირო", -განაცხადა ორპომ.