ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივ თავდაცვის ზონას შექმნიან - ამის შესახებ შეთანხმებას ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის თავდაცვის მინისტრებმა ხელი რიგაში გამართული შეხვედრის დროს მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს საზღვრებზე თავდაცვის ზონები შეიქმნება, კერძოდ კი, მოეწყობა სხვადასხვა თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც სამხედრო საფრთხეს შეაკავებენ.