ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გრძელდება - ბუდანოვი

19.01.24 23:37
ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გრძელდება - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Financial Times-სთან ინტერვიუში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები კვლავ გაგრძელდება.

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევებს არანაირი შედეგი არ მოუტანია გარდა იმისა, რომ ოკუპანტების სამხედრო პერსონალის მსხვერპლი საგრძნობლად იზრდება.

მათი [რუსეთის შეიარაღებული ძალების] ბოლო მცდელობა, [გაარღვიონ თავდაცვა], უკვე ორი თვეა, ფაქტობრივად, უშედეგოდ გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირაა, ავდიივკასთან ახლოს, ფრონტზე, რუსეთის სამხედრო პერსონალის მსხვერპლი იზრდება", - აღნიშნა მან.