ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სკოლის ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა დააკავეს.