საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ეზოში ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის რეზიდენციის ეზოში ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.