რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერთისთვის მოაქვს საფრთხე - ზელენსკი

20.01.24 13:20
რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერთისთვის მოაქვს საფრთხე - ზელენსკი

"რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერთისთვის მოაქვს საფრთხე", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მომავალში მსოფლიოს მეტი ომი ელოდებოდეს.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც წვლილი შეაქვს ომში ჩართული ქვეყნის დახმარებაში და თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები მთელი ძალისხმევით ცდილობენ ოკუპანტები ფრონტის ხაზზე დაამარცხონ.

რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე. მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა და ამ ძალამ უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. ვინც იცავს უკრაინას, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - ამბობს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები