სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშს, სავარაუდოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი ემსხვერპლა

სირიაში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიანი შენობის დაბომბვას, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.