გასულ დღეს რუსებმა ხერსონის ოლქი 119-ჯერ დაბომბეს - არის მსხვერპლი

19 იანვარს რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქი 119-ჯერ დაბომბეს - საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაზარალებულთა შორის ერთი ბავშვია.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 664 ჭურვი გაისროლა.
გასული დღის განმავლობაში მტერმა 119 შეტევა განახორციელა ნაღმმტყორცნებიდან, საარტილერიო, საზენიტო იარაღიდან. ტანკებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 664 ჭურვი ესროლა", - ნათქვამია განცხადებაში.