ამერიკის შეერთებული შტატები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება - კირბი

20.01.24 16:33
ამერიკის შეერთებული შტატები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება - კირბი

ამერიკის შეერთებული შტატები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება - ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშოროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

მისი თქმით, ისრაელში ომის დამთავრება, მხოლოდ და მხოლოდ, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასისთვის" არის მომგებიანი.

ამ ეტაპზე, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ერთმნიშვნელოვნად ვეწინააღმდეგებით მარტივი მიზეზის გამო. ახლა ომის დასრულება ხელსაყრელი მხოლოდ ჰამასისთვისაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და აუცილებლად მიგვაჩნია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მძევლების გათავისუფლება ღაზაში, თუმცა არანაირად არ ვფიქრობ, რომ ჰამასის ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთ. 7 ოქტომბრამდე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იყო, ჰამასმა კი ომი აირჩია", - აღნიშნა მან.