ერაყში ამერიკული ბაზა ალ-ასადი დაბომბეს - არიან დაშავებულები
ერაყში ამერიკული ბაზა ალ- ასადი დაბომბეს. სარაკეტო იერიშების შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით CNN წერს. ჯერ-ჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი დაშავდა.
ამერიკულ ბაზებზე იერიშები მას შემდეგ გახშირდა, რაც ჰამასი თავს ისრაელს დაესხა. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ერაყსა და სირიაში აშშ-ს ბაზებზე თავდასხმა 143-ჯერ გახორციელდა. ბოლო იციდენტი რიგით მეორე იყო, როცა ბალესტიკური რაკეტები იქნა გამოყენებული.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მხარდამჭერმა მებრძოლებმა აიღეს.