"ჰამასი ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული" - ჯოზეფ ბორელი

21.01.24 12:56
"ჰამასი ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული" - ჯოზეფ ბორელი

"ჰამასი ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული" - ამის შესახებ ჯოზებ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის დასასრულებლად გამოსავალი გარეშე ძალებმა უნდა მონახონ.

რაც შეეხება ბორელის ბრალდებას, ის ემყარება ნეთანიაჰუს 2018 წლის გადაწყვეტილებას. ისრაელის პრემიერმა მაშინ მხარი დაუჭირა კატარის მიერ ღაზას სექტორის დაფინანსებას, თუმცა თავის მხრივ, ნეთანიაჰუ, დღემდე უარყოფს, რომ მისმა მხარდაჭერამ ტერორისტული ორგანიზაცია გააძლიერა.

ჰამასი ისრაელის მთავრობის მიერ იქნა დაფინანსებული, რათა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია დაესუსტებინა. მჯერა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზები ჩვენ უნდა ვეძებოთ, რათა მშვიდობა აღდგეს, თუნდაც ისრაელი არ იყოს თანახმა ამ გამოსავალზე. რადგან ისრაელი პალესტინის ჩამოსაშორებლად ისე შორს წავიდა, რომ თავად ჰამასი შექმნა, ახლა მოუწევს, რაღაცეები დათმოს, - განაცხადა ბორელმა. 

მსგავსი სიახლეები