ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. რუსი დიპლომატი მონაწილეობას მიიღეს ღია დებატებში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას - ისრაელი ჰამასის ომს ეხება. შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინის საკითხიც.
ლავროვი შტატებში ჩრდილოეთის გზით ჩავიდა, რადგან უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსული თვითმფრინავებისთვის ევროპის ცა ჩაკეტილია. ამ ქვეყნებს პუტინის რეჟიმი არამეგობრულ სახელმწიფოებად აცხადებს.