იერიშები დონეცკის ბაზარზე - უკრაინა თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

22.01.24 10:34
იერიშები დონეცკის ბაზარზე - უკრაინა თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ბაზარზე თავდასხმას უარყოფენ. დაჯგუფება „ტავრიამ" რუსული პროპაგანდის საპასუხოდ ღამით საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნნა.

უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება ირწმუნება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. "ტავრია“ წერს, რომ დონეცკი უკრაინაა და რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე.

უკრაინის აღმოსავლეთში  ბაზარში აფეთქებები გუშინ მოხდა. დაიღუპა 27  და დაიჭრა 25 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები