დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

22.01.24 12:24
დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი ადასტურებს.

ვიზიტის შესახებ დეტალები არ არის ცნობილი. თუმცა არსებული ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ კოლეგას, დენის შმიჰალს შეხვდება.