სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია, რომ რუსეთის შემოჭრა დაასრულოს

22.01.24 12:30
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია, რომ რუსეთის შემოჭრა დაასრულოს

ერთადერთი გზა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად არის კიევის მიერ ტერიტორიის ნაწილის დათმობა დამპყრობლებისთვის, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა. ფიკოს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, დონბასის და ლუგანსკის დათმობა არარეალურია. 

უნდა იყოს რაიმე სახის კომპრომისი. რას ელიან, რომ რუსები დატოვებენ ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს? ეს არარეალურია, - თქვა 
მან სლოვაკეთის სახელმწიფო მაუწყებელ RTVS-თან.