თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას, ვინ შეაკავებს რუსეთს? - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხია და ევროკავშირს უნდა ახსოვდეს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ასევე ევროპისთვის.
უკრაინა ახლა აკავებს აგრესიულ, ექსპანსიონისტ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. იმედია, ისინი მოახერხებენ მის შეკავებას თავიანთი ტერიტორიის გარეთ, მაგრამ თუკი ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას, მაშინ, ვინ შეაკავებს რუსეთს? და სხვა არაფერია, ვინც რუსეთს შეაკავებს ნატო-სა და რუსეთთან უახლოესად მდებარე მყოფი ქვეყნების გარდა. ეს ასევე ნიშნავს ჩემს ქვეყანას, ნიშნავს პოლონეთს, სხვა ქვეყნებს აღმოსავლეთ ფლანგზე. ასე რომ, ეს არის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ევროპისთვისაც“, - განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.